საქართველო გლობალიზაციის მიმდინარე ტენდენციებში

თანამედროვე პირობებში, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ფართოდ გავრცელებული ტერმინია `გლობა¬ლიზაცია”. დღევანდელ სამყაროს უწოდებენ გლობალურს, ხოლო ეპოქას _ გლობალიზაციის ეპოქას. ტერმინის `გლო-ბალიზაცია” ასეთი ინტენსიური და ფართო გავრცელება მით უფრო საინტერესოა, რომ XX საუკუნის 80-იან წლებამდე ასეთი ცნება არ არსებობდა.

ეკონომიკური გლობალიზაციის არსი მდგომარეობს ეკონომიკის ლიბერალიზაციაში და ქვეყნების ჩაბმაში მსოფლიო ეკონომკურ თანამე¬გობ¬რო¬ბა-ში, ვაჭრობის, ინვესტიციების, მომსახურების ბაზრების და სხა სფეროებში. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას, ადრე თუ გვიან, მოუწევს გაწევრიანდეს საერთაშორისო და რეგიონალურ ეკონომიკურ ორგანიზაციებში, შეიმუიშაოს გლობალიზაციის პროცესის შეასბამისი სტრატეგია და პოლიტიკა.

თანამედროვე პირობებეში, გლობალიზაციის ახალ ეტაპად, საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაცია გვევლინება. საერთაშორისო ეკონომიკური ინტეგრაციის დაჩქარებაზე არსებითი გავლენა ორმა ფაქტორმა – მეცნიერულ-ტექნიკურმა რევოლუციამ და ტრანსეროვნული კომპანიების წარმოქმნამ განაპირობა. თავად მსოფლიო მეურნეობაში მიმდინარე ინტეგერაციული პროცესების განვითერების პრაქტიკა მიგვანიშენბს მათი ჩამოყალიბებისა და სრულყოფის ოთხი ეტაპის არსებობაზე. კერძოდ: 1. თავისუფალი სავაჭრო ზონების დაარსება; 2. საბაჟო კავშირების შექმნა; 3. ეკონომიკური კავშირების წარმოქმნა; 4. ერთიანი ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბება.

სახელმწიფოები, რომლებიც წარმოიშვნენ ყოფილი სსრ კავშირის დაშლის შემდგომ, ჩაერთვნენ მსოფლიო ინტეგრაციულ პროცესებში; არც ამიერკავკასია დგას ამ მოვლენებისაგან განცალკევებულად. მიმდინარეობს ამიერკავკასიის სამი სახელმწიფოს მსოფლიო თამანეგობრობაში ინტეგრაციის პროცესი. ისინი ჩართულნი არიან სახელმწიფოთა მსხვილ ინტეგრირებული თანამეგობრობის შექმნის ტენდენციის რეალიზაციაში.

ინტეგრაციის ასპარეზის სტრუქტურა ისეთია, რომ კავკასია აღმოჩნდა ერთ-ერთი `გარდატეხის წერტილი~. ერთი მხრივ `ნატო~-ს წევრი ქვეყნები და ევროკავშირი, სხა მხრივ – რუსეთი, ირანი და ჩინეთი. დღეს საკმაოდ მკვეთრად გამოიკვეთა ორი გეოპოლოტიკური ღერძი: ანკარა-თბილისი-ბაქო, როგორც მიმართულება დასავლეთი – აღმოსავლეთი; და მეორე ღერძი, მოსკოვი-ერევანი-თეირანი (შეიძლება პეკინიც), როგორც მიმართულება ჩრდიოლოეთი – სამხრეთი. ამ ღერძების ურთიერთდაპირისპრება იწვევს მზარდ დაძაბულობას. ამიერკავკასია დგას ამ ღერძების საშიშ თანაკვეთაზე.

უნდა ამთავითვე აღინიშნოს, რომ ჯერ-ჯერობით ამიერაკავკასიის ქვეყნები განვითარების დონით არ არიან იმ სიმაღლეზე, რომ თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაცებთან და ევროპის განვითარებულ ქვეყნებთან განახორციელონ პარტნიორულ საწყისებზე. აქ უპირატესად მიმდინარეობს დახმარების პროცესი. ამასთან მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები არჩევენ მოლოდინის პოზიციას და თვალყურს ადევნებენ მოვლენების განვითარებას კავკასიაში. მათი აზრით, კავკასია – ეს `ცხელი წერტილია~, რომელიც პოლიტიკურად ნაკლებად სტაბილურია იმისათვის, რომ მან ფართოდ და აქტიურად მოიზიდოს მსხვილი ეკონომიკური პარტნიორები.

რაც შეეხება საქართველოს მსოფლიო გლობალიზაციის პროცესებში ინტეგრაციის ხარისხს, ამაზე კარგად მეტ¬ყველებს  ჩვენი ქვეყნის ურთიერთობა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და მსოფლიო წამყვან საფინანსო ინსტი-ტუტებთან (საერთაშორისო სავალუტო ბანკი, მსოფლიო ბანკი და სხვ.). ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში უკვე ფუნ¬ქციონირებს ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონის ნაირ¬სახეობა _ თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფოთსა და ქუ¬თაისში. 2012 წლის თებერვალში, საქართველოს ეკონო¬მიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ იქნა გაცხადებული, რომ ქ. თბილისში, სავაჭრო ცენტრ `ლილო მოლის” ტერიტორიაზე გაიხსნება თავისუფალი სავაჭრო ზონა. თავისუფალი სავაჭრო ზონისთვის გათვალის¬წინე¬ბულია საგადასახადო შეღავათები, კერძოდ იქ ფუნქციონი¬რებადი ფირმები და ფიზიკური პირები არ დაიბეგრებიან მოგებისა და საშემოსავლო გადასახადით, გადაიხდიან მხოლოდ რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის 3%-ს, რაც უდავოდ მისასალმებელია.

შვეიცარიულმა ეკონომიკის ინსტიტუტმა 2011 წლის მსოფლიო გლობალიზაციის ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო 156 ქვეყანას შორის 74-ე პოზიციას იკავებს. რეგიონის ქვეყნებიდან საქართველოზე წინ მოლდოვა (63), თურქეთი (59), უკრაინა (53) და რუსეთი (52) არიან.  რე¬იტინგის სათავეში ევროპული ქვეყნები – ბელგია, ავსტრია და ნიდერლანდები უდგანან, აუტსაიდერებში კი ტრა¬დიციულად აფრიკული და ოკეანიის ქვეყნები იმყოფებიან .

გლობალიზაციის ინდექსი სამი მთავარი კომპონენტისგან შედგება: ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გლობალიზაცია. ყველაზე კარგი მაჩვენებ¬ლები საქართველოს ეკონომიკური გლობალიზაციის კომპო¬ნენ¬ტში აქვს, სადაც 33-ე პოზიციაზე იმყოფება და რეგიონის ქვეყნებში პირველია. ამ კომპონენტის ლიდერები არიან სინგაპური და ლუქსემბურგი. ყველაზე მაღალი მაჩვენებ¬ლები საქართველოს საიმპორტო ბარიერების სიმცირეში, გა¬და¬სა¬ხადების მცირე რაოდენობასა და დაბალ საგადა¬სახადო განაკვეთებში აქვს. ეკონომიკური გლობალიზაცია ვაჭ¬რობის, პირდაპირი და პორტფელური ინვესტიციების მოცულობასაც ითვალისწინებს.

სოციალური გლობალიზაციის მიმართულებით საქარ¬თვე¬ლო 98-ე, პოლიტიკური გლობალიზაციის მიმართულებით კი 139-ე პოზიციაზეა. სოციალური გლობალიზაცია საერ¬თაშორისო სატელეფონო ტრაფიკს, ინტერნეტის, წიგნების, გაზეთების და სხვა საინფორმაციო წყაროების გავრცე¬ლების ხარისხს, ასევე საერთაშორისო ბრენდების წარმო¬მადგენლობების რაოდენობას ითვალიწინებს. პოლიტიკური გლობალიზაცია კი ქვეყანაში უცხოეთის საელჩოების რა¬ოდე¬ნობას, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობას და სხვა ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმებების რიცხვს ითვლის.

მსოფლიო ეკონომიკურ-ინტეგრაციულ პროცესებში საქართველოს ეკონომიკის მონაწილეობის დონის (ხარისხის) შეფასებისათვის მიზანშეწონილია განვიხილოთ საერთაშორისო ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების ძირითადი მაჩვენებლები, კერძოდ ის თუ როგორი ტენდენციებით ხასიათდება საგარეო სავაჭრო ბრუნვა ექსპორტ-ინპორტი.

როგორც საქართველო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები ცხადყოფს, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 2004 წლის 6 444.3 მლნ დოლარიდან გაიზარდა 9 246.9 მლნ დოლარმდე, ანუ 143.4 %-ით. დროის ამავე პერიოდში, საქონლის რეგისტრირებული ექსპორტის მოცულობა გაიზარდა 1 232.1 მლნ აშშ დოლარიდან, 2 189 მლნ აშშ დოლარამდე, ანუ 177.7 %-ით, ხოლო რეგისტრირებული იმპოტის მოცულობა 5 122.2 მლნ აშშ დოლარიდან, 7 057.8 მლნ აშშ დოლარამდე, შესაბამისად 137.8 %-ით.

საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა ამჟამად ჩამოყალიბე¬ბუ¬ლი დონე ადასტურებს, რომ ეროვნული ეკონომიკის ეფექტიანობის ამაღლების პროცესი უშუალოდ უკავშირდება ინტეგრაციული კავშირების გაღრმავების ობიექტურად ჩამოუყალიბებული ორგანიზაციულ-ეკონომიკურ ფაქტორთა ამოქმედებას. ამ თვალსაზრისით, მიზანშეწონილია გლობალიზაციისა და რეგიონალიზაციის მიმდინარე პროცესებში საქართველოს ეკონომიკის როლისა და ადგილის ობიქტურად შეფასება და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა.

საქართველო, თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მსოფლიო მნიშვნელობის სტრატეგიულ ინტერესთა სფეროშია. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ევროპისა და აზიის სახელმწიფოთა ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავების პროცესში.

იქმნება საიმედო და ეფექტიანი საქონელგამტარი სისტემის აუცილებლობა, რომელმაც უნდა გააერთიანოს საექსპედიტორო სამსახური, სასაწყობო და ტვირთდამამუშავებელი მეურნეობა, შესაბამისი საჭირო ინფრასტრუქტურა. ამ სისტემის საქართველოს მონაკვეთში განსაკუთრებული ადგილი შავი ზღვის პორტებს ფოთსა და ბათუმს უკავია, რომლებშიც სატრანსპორტო ოპერაციების განხორციელება მთელი წლის მანძილზეა შესაძლებელი.

როცა ვსაუბრობთ გლობალიზაციის პროცესში საქართველოს შესაძლო მონაწილეობის შესახებ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერ სახელმწიფოზე გლობალიზაციის პროცესი ახდენს როგორც დადებით. ისე უარყოფით გავლენას. მისი ხარისხი დამოკიდებულია სახელმწიფოს მიერ გატარებულ პოლიტიკაზე.

დადებითი ეფექტი უპირველეს ყოვლისა, გასაღების ბაზრის გაფართოებაში მდგომარეობს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რიცხოვნება არც თუ ისე დიდია, თუ ამას დავუმატებთ იმასაც, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ერთ სულ მოსახლეზე საკმაოდ დაბალია, ნათელი ხდება, რომ ისედაც შეზღუდული ტევადობის ბაზარი კიდევ უფრო მცირდება, ვიწროვდება. ბაზარი შეიძლება გავაფართოვოთ მრავალი საშუალებით, მაგრამ თუ მას გავაფართოვებთ მხოლოდ შიდა ბაზრის დახმარებით, შედეგები საკმაოდ მოკრძალებული იქნება. გლობალიზაციის პროცესი ჩვენს ქვეყანას აძლევს დიდ შესაძლებლობებს, გააფართოვოს შიდა და გარე ბაზარი ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებების გამოყენებით. ბაზრის გაფართოება გადამწყვეტ როლს თამაშობს ინვესტიციების მოცულობის ზრდაში. საბაზრო ეკონომიკაში ინვესტიციები შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ მაშინ, როცა არსებობს საქონლის გასაღების ბაზარი. თუკი საქართველოს ბაზარი გაფართოვდება გლობალიზაციიის შედეგად, ეს მოიზიდავს უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც ჩვენ ქვეყანაში დააბანდებენ ინვესტიციებს და შემოიტანენ ახალ ტექნოლოგიას, გამოიყენებენ საქართველოს შრომით და ბუნებრივ რესურსებს პროდუქციის საწარმოებლად. წარმოებული პროდუქცია კი გატანილი იქნება რეგიონალურ და მსოფლიო ბაზრებზე, რაც მნიშვნელოვან შემოსავალებს მოუტანს ჩვენს ქვეყანას. გლობალიზაციით შექმნილი ხელსაყრელი პირობები შესატყვისი იქნება უცხოური ინვესტიციების ზრდისა, რაც ამავე დროს, ხელს შეუწყობს საქართველოს შიდა ინვესტიციური რესურსების ეფექტიან მიმოქცევას.

როგორც მრავალ პატარა ქვეყანას, ისე საქართველოსაც არა აქვს საკმარისი საკუთარი სახსრები მოახდინოს დიდი რაოდენობის ინვესტირება წარმოებისა თუ მომსახურების სფეროში, გლობალიზაციის პროცესი კი ამის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. თუ განვიხილვთ საქართველოში უცხოური ინვესტიციების ტრუქტურას,  ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიხედვით, შესაძლებელია გავაკეთოთ დასკვნა, რომ უცხოური ინვესტიციების მთლიან მოცულობაში იზრდება იმ ქვეყნების ინვესტიციების მოცულობა, რომლებიც მსოფლიო ეკონომიკური გლობალიზაციის პროცესში ლიდერის მდგომარეობას განსაზღვრავს. აღიარებულია, რომ პირდაპირი საზღვარგარეთული ინვესტიციები ფაქტობრივად ასრულებენ გადამწყვეტ როლს ბევრი ქვეყნის ეკონომიკის შეერთებისა და ინტეგრირებული ინტერნაციონალური საწარმოო სისტემის – გლობალიზებული მსოფლიო ეკონომიკის საწარმოო ბირთვის შექმნისათვის.

გლობალიზაციის პროცესი ჩვენს ქვეყანაზე არა მარტო დადებით, არამედ უარყოფით ზემოქმედებასაც ახდენს. ქვეყანაზე უარყოფითი ზემოქმედება მაღალი თუ დაბალი ხარისხით დამიკიდებულია ჩვენი ქვეყნის შესაბამის პოლიტიკაზე. ყველაზე სერიოზული საშიშროება, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს გლობალიზაციის უარყოფითმა ზემოქმედებამ, იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებში გაწევრიანებით, ჩვენ ეტაპოვრივად უნდა შევამციროთ საბაჟო გადასახადი. ე.ი. გავაუქმოთ სავაჭრო ბარიერები, ამის შედეგად უცხოური საქონელი გაავსებს საქართველოს ბაზარს და ჩაახშობს ეროვნული საწარმოების საწარმოო და სამეურნეო საქმიანობას. ჩვენი ქვეყნის საწარმოები ჯერ კიდევ არ არიან აღჭურვილი უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით, რის გამოც დაბალია შრომის ნაყოფიერება, აქედან გამომდინარე დაბალია პროდუქციის ხარისხი და მაღალია თვითღირებულება. ყოველივე ეს ართულებს უცხოურ პროდუქციასთან კონკურენციას.

გლობალიზაციის უარყოფითი შედეგია ისიც, რომ გლობალიზაციის პროცესში მონაწილეობენ არა მარტო პროგრესული ეკონომიკური ძალები, არამედ რეაქციული, მაფიოზური და ტერორისტული ორგანიზაციებიც. მაფიოზური ქსელი ვრცელდება მთელ მსოფლიოზე და მისი გავლენისაგან არც საქართველოა დაზღვეული.

გლობალიზაციის პროცესში, საქართველოთი დიდი სახელმწიფოების დაინტერესება გაიზრდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს საქართველოს მთლიანობის და უსაფრთხოების ავტომატურ უზრუნველყოფას, რისი ილუზიაც შეიძლება წარმოიშვას ე.წ. კონცეფციამ “ახალ სინგაპურად” ან `ახალ კუვეიტად~ საქართველოს გადაქცევის შესახებ. `კორიდორის~ როლი დაქუცმაცებულ და დაუძლურებულ საქართველოსაც შეიძლება შეასრულსბინონ. საქართველომ თვითონ საკუთარ სიძლიერეზე დაყრდნობით უნდა უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება და არ უნდა იყოს მხოლოდ სხვა ძლიერი სახელმწიფოს დახმარების იმედით, რომელმაც შეიძლება გაწიროს საქართველო თავისი ინტერესებისათვის.

შესაძლებელია კიდევ ვიმსჯელოთ გლობალიზაციის ბევრ სხვა უარყოფით მხარეებზე, მაგალითად ისეთებზე, როგორიცაა: მდიდარი და ღარიბი ქვეყნების განვითარების დონეებს შორის განსხვავების ზრდა, კონფლიქტი სხვადასხვა კულტურებს შორის, დიდი სახელმწიფოების (იმპერიების) დაცემა და სხვ. მაგრამ მთავარი მდგომარეობს იმაში, რომ გლობალიზაციის პროცესი ახდენს არა მხოლოდ აბსოლუტურად დადებით, არამედ უარყოფით ზემოქმედებასაც კაცობრიობის განვითარებაზე მთლიანობაში და ინდივიდუალურად თითოეული ქვეყნისათვის. სახელმწიფოთა ალტერნატივად გვევლინება ქვეყნების აქტიური მონაწილეობა ეკონომიკურ გლობალიზაციაში. ის, თუ რამდენად მომგებიანი ან წამგებიანი იქნება თითოეული ქვეყნისათვის მსოფლიო ეკონომიკურ თანამეგობრობაში გაწევრიანება, მთლიანად დამოკიდებულია მის პოლიტიკაზე. მხოლოდ და მხოლოდ კეთილგონივრული, აწონდაწონილი, წინასწარ ღრმად გააზრებული პოლიტიკა დაეხმარება ამა თუ იმ ქვეყანას დიდი წარმატებების მიღწევაში.

Categories: საქართველო და მსოფლიო | Tags: , , , , | დატოვე კომენტარი

Post navigation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: