ეკონომიკის განვითარების მაჩვენებელთა არსებული სისტემის სრულყოფის აუცილებლობა და გზები

მეცნიერებასა და პრაქტიკაში გამოიყენება მაჩვენებელთა წრე (სისტემა), რომლითაც ცდილობენ შექმნან სრული, მრავალგანზომილებიანი სურათი ქვეყნის შესახებ. ამგვარი მრავალკონტურიანი ასახვა კიდეც იძლევა მეტნაკლებად მთლიან წარმოდგენას ქვეყნის ეკონომიკის შესახებ, სხვადასხვა წახნაგიდან წარმოაჩენს მას. ასეთი მიდგომა ემყარება ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის ინფორმაციას, რაც გამოიყენება გაეროს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, ცალკეული ქვეყნების მიერ. ყოფილ სსრ კავშირში, მაგალითად, ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტატისტიკის, დაგეგმვის მაჩვენებლები მრავალრიცხოვანი იყო. 70-იან წლებში გაფართოვდა თუმცა შემდგომ მიივიწყეს სოციალური დაგეგმვა, რომელიც ათობით სოციალურ მაჩვენებელს მოიცავდა.

ეკონომისტებისა და სოციოლოგების კვლევებში საზოგადოების, ცალკეული ქვეყნების განვითარების შეფასება-დახასიათებისადმი მრავალი მიდგომა ჩამოყალიბდა, შემუშავდა მეთოდები, მაჩვენებლები, რითაც მაკროეკონომიკური ანალიზის ახალ მეთოდოლოგიას ჩაეყარა საფუძველი, რომლის ძირითადი ინსტრუმენტი გახდა ეროვნულ ანგარიშთა სისტემა.

არსებობს საზოგადოების ეკონომიკური მდგომარეობის უამრავი მაჩვენებელი, რომელთა შორის ეკონომიკის ფუნქციონირების შედეგების საუკეთესო ინდიკატორად საყოველთაოდ აღიარებულია მთლიანი ეროვნული პროდუქტი (მეპ). უფრო ზუსტად მეპ მოსახლეობის ერთ სულზე გაანგარიშებით.

მიუხედავად იმისა, რომ მეპ-ის მაჩვენებელი, არსებულ მაჩვენებელთაშორის ყველაზე სრულად ასახავს ეკონომიკის არსებულ მდგომარეობას, იგი (მეპ) და მისი გაანგარიშების მეთოდიკა სერიოზული ნაკლით ხასიათდება. მთავარი ნაკლია ის, რომ იგი ეკონომიკური ზრდის რაოდენობრივ მხარეს გამოხატავს და არა მის ხარისხს, ითვალისწინებს მხოლოდ საბაზრო ფასეულობებს, პირდაპირ ხარჯებს დოვლათის წარმოებაზე და არ ასახავს მათი გამოყენებით საზოგადოებისა და გარემოსადმი მიყენებულ ზარალს, არამატერიალური აქტივების მნიშვნელობას, მოსახლეობის კეთილდღეობის დონეს საზოგადოებაში.

მეპ-ის მაჩვენებლის კრიტიკა განსაკუთრებით გაძლიერდა გასული საუკუნის 80-90-იან წლებში არა მარტო მეცნიერების, არამედ სტატისტიკური ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების მიერ. მაგრამ ამასთან აღიარებულია, რომ იგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია და საჭიროა მუდმივად სრულვყოფდეთ მისი გაანგარიშების მეთოდიკას.

მეპ-ის მაჩვენებლის მეთოდიკის ნაკლოვანებებს შორის ყურადღებას გავამახვილებთ რამოდენიმე მათგანზე. ცნობილია, რომ არსებობს რიგი წარმოებრივი ოპერაცია, რომელიც ბაზარზე არ ხორციელდება. მაშასადამე, მეპ-ში არ შეიტანება. როცა საუბარია საოჯახო და საზოგადოებრივი შრომის აუნაზღაურებლობის შესახებ, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ შრომის მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია ქალების მიერ. მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში ქალთა სამუშაო დროის ერთი მესამედი არანაირად არ აღირიცხება. განვითარერებად ქვეყნებში იგივე მაჩვენებელია ქალთა შორის, თუმცა მამაკაცთა შორის ეს მაჩვენებელი ერთ მეოთხედზე ნაკლებია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1995 წლის ადამიანის განვითარების ანგარიშში ნაჩვენები იყო, რომ მსოფლიო პროდუქტის დამატებით გამოთვლილი 25 ტრილიონი აშშ დოლარის მოცულობიდან, საოჯახო და საზოგადოებრივ შრომაზე მოდის 6 ტრილიონი აშშ დოლარი, ამ აღურიცხავი პროდუქტიდან კი ქალთა წილად მოდის 11 ტრილიონი აშშ დოლარი.

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ მრავალ ქვეყანაში ქალები მამაკაცებთან შედარებით სამუშაოთა მეტ მოცულობას ასრულებენ. იაპონიაში ქალების მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა 7 %-ით აღემატება კაცების მიერ შესრულებული სამუსაოს მოცულობას; ავსტრიაში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 11 %-ს; იტალიათი – 28 %-ს. განვითრებად ქვეყნებში ქალთა შრომის წილი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. განვითარებად ქვეყნებში ქალთა შრომის მოცულობა 13 %-ით აღემატება მამაკაცების მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას, სასოფლო რაიონებში – 20 %-ით. მსოფლიოს რიგ ქვეყნებში ქალთა შრომის ტვირთი მეტისმეტად მძიმეა. მაგალითად, ინდოეთში, ქალები ერთი კვირის განმავლობაში მუშაობენ 69 საათს, ხოლო დროის ამავე შუალედში კაცები მუშაობენ 59 საათს; ნეპალში ქალები მუშაობენ დაახლოებით 77 საათს, კაცები – 56 საათს. მოლდავეთში ქალები კვირის განმავლობაში მუშაობენ 74 საათს, ყირგიზეთში – 76 საათზე მეტს.

როგორც მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, ქალთა შრომის მოცულობის მაჩვენებელი დამოკიდებულია ქვეყნის სპეციფიკაზე, ანუ იგი მაღალია იმ ქვეყნებში, რომლის ეკონიმიკაში დომინირებს აგრარული სექტორი, რადგან ძირითადად სწორედ მოცემულ დარგში (მეტწილად განვითარებად ქვეყნებში) გამოიყენება ქალთა შრომა. ჩვენს ქვეყანაში მოთხოვნა ქალთა შრომაზე განსაკუთრებით გაიზარდა ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, რომელიც რამდენიმე მიზეზით იყო განპირობებული. მათ შორის ერთ-ერთი ძირითადია ის, რომ საზღვარგარეთ სამუშაოს მაძიებელთა შორის მამაკაცები ჭარბობენ, რაც თავისთავად ზრდის ადგილზე ქალთა შრომის აქტივობას (განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში). თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საოჯახო მეურნეობების მიერ საკვები პროდუქტების გადამუშავება და შენახვა ძირითადად ქალთა შრომას მოითხოვს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საქართველოში ქალების მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა 10-15 %-ით აღემატება კაცების მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობას.

გაერო გამოდის ინიციატივით იმასთან დაკავშირებით, რომ არსებულმა ეროვნულ ანგარიშთა სისტემამ უზრუნველყოს საოჯახო სამუშაოთა აღრიცხვა. არსებული ანგარიშთა სისტემის 1993 წლის კორექტირებული ვარიანტი საოჯახო პროდუქციის ხარისხში აერთიანებს ყველა საქონელს, რომელიც შექმნილია საოჯახო მეურნეობაში საკუთარი მოხმარეისათვის. ამ კორექტირებულ (შესწორებულ) ვარიანტში შეთავაზებულია დამხმარე ანგარიშები, რათა მთლიანად აღირიცხოს არასაბაზრო მუშაობა, მათ შორის საოჯახო მომსახურება. მხოლოდ მაშინ, როცა შესაძლებელი გახდება საოჯახო და საზოგადოებრივი შრომის ყოველმხრივი, რაოდენობრივი შეფასება და განისაზღვრება მისი ექვივალენტური ფულადი ღირებულება, ქალთა შრომა მიიღებს საბოლოო დამსახურებულ აღიარებას.

არსებობს არასასურველი `თანამდევი მთლიანი ეროვნული პროდუქტი~, რომელიც თან ახლავს მეპ-ის წარმოებას და მის ზრდას, ესაა ჰაერისა და წყლის დაჭუჭყიანება, ავტომანქანების სანაგვეები, ხმაური და ასევე გარემოს გაჭუჭყიანების სხვა ფორმები. გარემომცველი ბუნების დეგრადაციის და განსაკუთრებით ბუნებრივი რესურსების ამოწურვის პრობლემა არახელსაყრელ ზეგავლენას ახდენს ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და მთლიან ასახვას ვერ პოულობს ეროვნულ ანგარისებში.

ამ გარემოების გათვალისწინებით და მის გამოსასწორებლად გაერო-ს სტატისტიკის განყოფილება ეროვულ ანგარიშებში რთავს ეკონომიკური და ეკოლოგიური  ანგარიშების დამხმარე სისტემას. ამ ექსპერიმენტალურ ანგარისებში შესულია ზოგიერთი ახალი ელემენტი. ერთ-ერთი მეტ-ნაკლებად საჭირო ანგარიში დაკავშირებულია გარემო ბუნებრივ პირობებთან დაკავშირებულ საქმიანობათა დანახარჯებთან. რამდენადაც ასეთი დანახარჯები კონპენსირდებიან ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური გავლენით, ითვლება, რომ ეს დანაკარგები უნდა გამოიქვითოს ეროვნული შემოსავლიდან.

ეკონომიკის განვითარების შეფასების შედარებით გავრცელებული მაჩვენებელია ეროვნული სიმდიდრის მოცულობა, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების განვითარების მთელი ისტორიის მანძილზე თაობების შრომით შექმნილი და დაგროვილი მატერიალური დოვლათისა და კვლავწარმოებაში ჩართული ბუნებრივი რესურსების ერთობლიობას, რომელსაც მოცემული პერიოდისათვის ფლობს საზოგადოება. იგი საზოგადოების განვითარების საფუძველი და მაკროეკონომიკური მაჩვენებელია.

ეკონომისტები წლების განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ ქვეყნის სიმდიდრის მთავარ ელემენტად გვევლინება ფიზიკური კაპიტალი (მატერიალურ ნივთობრივი ფონდების დაგროვება), მაგრამ მსოფლიო ბანკის მიერ 192 ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევებმა და შეფასებებმა ცხადყო, რომ ფიზიკური კაპიტალის წილად მოდის მთელი ეროვნული სიმდიდრის მხოლოდ 16 %. ბევრად დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანურ კაპიტალს, რომელიც შეადგენს მთელი სიმდიდრის 64 %-ს. ბუნებრივი კაპიტალის წილად მოდის 20 %2.

ეროვნული სიმდიდრის მოცულობაში ადამიანური პოტენციალის სიჭარბე განსაკუთრებით საგრძნობია (შეიმჩნევა) მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში. ისეთ ქვეყანაში, როგორებიცაა გერმანია, იაპონია და შვეიცარია, მის წილად მოდის მთელი კაპიტალის მოცულობის 80 %. ეკონომიკურად სუსტად განვითარებულ ქვეყანაში, განსაკუთრებით საჰარის სამხრეთით განლაგებულ აფრიკის ქვეყნებში, სადაც ადამიანური რესურსები სუსტადაა განვითარებული, სიმდიდრის ნახევარზე მეტს, ძველებურად ბუნებრივი რესურსები შეადგენენ. ეს იმაზე მიუთითებს, რომ შემოსავლები ბუნებრივი რესურსებიდან გამოყენებული უნდა იქნას ადამიანური პოტენციალის განვითარებისათვის.

როგორც მსჯელობიდან ჩანს, ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პარამეტრების განსაზღვრის მეთოდოლოგია თანდათან ვითარდებოდა და კვლავაც მოითხოვს დახვეწასა და სრულყოფას. ამიტომ, ჩვენი აზრით, საჭიროა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მაჩვენებელთა არსებული სისტემის სრულყოფა და საჭიროების შემთხვევაში ახალი მაჩვენებლების შემოღება. აუცილებლად მიგვაჩნია უფრო სრულყოფილი და ადექვატური რაოდენობითი მეთოდების შემუშავება.

 

Categories: ეკონომიკური სტატიები | დატოვე კომენტარი

Post navigation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: