ფინანსების საფუძვლები

სილაბუსი

(ფინანსების საფუძვლები)

(2012-2013 სასწ.წ)

1 საწავლოკურსისდასახელება ფინანსების საფუძვლები
2 სასწავლოკურსისსაფეხური  ბაკალავრიატი,  მესამე სემესტრი
3 სასწავლოკურსისხანგრძლივობა სწავლების მეორე წელი, მესამე სემესტრი.
4 ECTS 6 კრედიტი, 150 სთ. საკონტრაქტო საათების რაოდენობა 50 სთ (აქედან,  ლექცია 16 საათი, ჯგუფში მუშაობა 29 სთ. შუალედური გამოცდა 2 სთ. დასკვნითი 3  სთ).არასაკონტაქტო საათების რაოდენობა დამოუკიდებელი მუშაობისათვის – 100 სთ (აქედან, შუალედური გამოცდისთვის 15 სთ., დასკვნითი გამოცდისთვის 20 სთ., ).
5 პროფესორი ვალერი მოსიაშვილი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, ასოც. პროფესორი.ტ.: 893 24 56 25. 36 80 62 (ბინის).ელ. ფოსტა: vmosiashvili@yahoo.comv.mosiashvili@banklabonline.com
6 მასწავლებელი
წავლოკურსისმიზანი სასწავლო კურსის მიზანია, სტუდენტს:

  • გააცნოს საფინანსო სისტემის ზოგდად და კერძოდ საბიუჯეტო, საგადასახადო, კომერციული და არაკომერციული სფეროს ორგანიზაციათა ფუნქციონირების მნიშვნელობა და თავისე­ბურებები;
  • შეასწავლოს საფინანსო სექტორის მარეგულირებელი ეკონომიკური, ორგანიზაციული და სამართლებრივი ასპექტები;

გამოუმუშაობს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში (ბან­კებში, მიკროსაფინანსო, არაკომერციული (არსამეწრმეო) ორგა­ნიზაციები, საფონდო ბირჟა,) მომუშავე ბაკალავ­რისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.

8 წავლოკურსისშესწავლისწინაპირობები დისციპლინის შესწავლის დროს სტუდენტებს განვლილი უნდა ჰქონდეთ მიკროეკონომიკისა და მაკროეკონომიკის სრული კურსი.
9 სწავლება და სწავლის მეთოდები სწავლების პროცესში გამოიყენება ლექტორის მიერ სალექციო მასალის ვიზუალური პრეზენტაცია, რომელსაც თან ახლავს მისივე ვერბალური განმარტება. სტუდენტს დამოუკიდებელი მუშაობის შესასრულებლად მიეცემა კონკრეტული დავალება, რომელსაც იგი ასრულებს სახელმძღვანელოზე მუშაობის სახით. მაშასადამე, სასწავლო კურსის სწავლებისათვის გამოიყენება:

  • ვერბალური მეთოდი;
  • წიგნზე მუშაობის მეთოდი;
  • დემონსტრირების მეთოდი;
  • დისკუსია/დებატების მეთოდი;
  • ჯგუფური მუშაობის;
  • გონებრივი იერიშის მეთოდი.
10 სასწავლო კურსის შინაარსი იხ. დანართი 1; 
11 შეფასების კრიტერიუმები ა.ა) (A) ფრიადი – მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი;ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90%;ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80%;

ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70%;

ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60%;

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50%, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით   დამატებით გამოცდაზე  ერთხელ გასვლის უფლება.

ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება  51 ქულა.სავალდებულოა დასკვნით გამოცდაზე მიიღოს  არანაკლებ 11  ქულა.

სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულის ტოლია.

1. აქტიურობა                          36 ქულა

2. შუალედური გამოცდა            24  ქულა

3  დასკვნითი    გამოცდა           40 ქულა

აქტიურობა (ყოველკვირეული ჯგუფური მუშაობა ზეპირი  და წერითი პრეზენტაცია (0-30 ქულა) + სემესტრის განმავლობაში შესრულებული პრეზენტაცია (0-6 ქულა).

    ყოველკვირეული ჯგუფური მუშაობა ზეპირი  და წერითი პრეზენტაცია გულისხმობს სემესტრის განმავლობაში, ყოველ ლექციაზე სტუდენტის მომზადების შეფასებას.

თითოეულ სემინარზე სტუდენტის მომზადება ფასდება, მაქსიმუმ, 2 ქულით მ. შ. ზეპირი პრეზენტაცია ფასადება 1 ქულით, წერითი ფორმით შესრულებული დავალება 1 ქულით, ანუ მოცემული სასწავლო კურსის ყველა ჯგუფური მუშაობის შედეგად, აქტიურობისათვის სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს, მაქსიმუმ, 30 ქულა (15X2=30).

   ზეპირი პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებია: ანალიზის უნარი, განსახილველ დავალებათა მკაფიოდ ფორმულირებისა და აზრის ადეკვატურად გადმოცემის უნარი.

   წერითი პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებია:ანალიზის უნარი, წინასწარ ცნობილ კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემი უნარი,განსახილველ დავალებათა მკაფიოდ ფორმულირების უნარი.

 სემესტრის განმავლობაში შესრულებული პრეზენტაცია 0-6 ქულა. საპრეზენტაციო თემის  შეფასების კრიტერიუმებია:

ა. 6 ქულა. მოცემული საკითხი შესრულებულია სრულად და ამომწურავად. სპეციფიკური ტერმინოლოგიის დაცვით. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს ინფორმაცია თემის გარშემო, ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა.

ბ. 5 ქულა. ტექსტობრივი მასალა სრულია, თუმცა, შეკვეცილად გადმოცემული. ტერმინოლოგიურად გამართულია. არსებითი შეცდომა არ არის. სტუდენტი კარგად ფლობს ინფორმაცია თემის გარშემო. ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.

გ. 4 ქულა. მოცემული საკითხი განხილულია არასრულად. სპეციალური ტერმინოლოგია ნაკლოვანია. სტუდენტი ფლობს ინფორმაცია თემის გარშემო, მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები. არის ფრაგმენტული მსჯელობა.

დ. 3 ქულა. მოცემული საკითხი განხილულია არასრულად. სპეციალური ტერმინოლოგია მცდარია. საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ. სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა. აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა.

ე. 2 ქულა. მოცემული თემის განხილვის ხარისხი ნაკლოვანია. ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული. მოხსენების შინაარსი არსებითად მცდარია.

ვ. 1 ქულა. მოცემული თემის განხილვის ხარისხი ნაკლოვანია.  გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.

ვ. 0 ქულა. მოცემული მოხსენების შინაარსი  საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა მოცემული.

შუალედური გამოცდა (მაქსიმუმ 24 ქულა):

შუალედური წერითი შეფასება, რომელიც ტარდება სემესტრის მერვე კვირას, მოიცავს განვლილი 8 თემის მასალას. თითოეული განვლილი თემა  ფასდება 3 ქულით (8X3 ჯამში 24 ქულა). სტუდენტებს დაურიგდებათ ტესტების ოთხივარიანტი, თითოეული მოიცავს 24 საკითხს (თითოეული თემიდან სამი საკითხი) – ოთხი სავარაუდო პასუხით. სწორად ამოხსნის შემთხვევაში იწერება 1 ქულა. არასწორი პასუხის შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში თუ შემოხაზულია ორი ან რამოდენიმე სავარაუდო პასუხი იწერება 0 ქულა.   

    დასკვნითი გამოცდა (მაქსიმუმ 40ქულა):  

დასკვნითი გამოცდის (წერითი ნაწილი) შეფასების კრიტერიუმებია:სტუდენტებს დაურიგდებათ ტესტების ოთხი ვარიანტი, თითოეული მოიცავს 40 საკითხს – ოთხი სავარაუდო პასუხით. სწორად ამოხსნის შემთხვევაში იწერება 1 ქულა. არასწორი პასუხის შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში თუ შემოხაზულია ორი ან რამოდენიმე სავარაუდო პასუხი იწერება 0 ქულა. 

მაშასადამე, მოცემული სასწავლო კურსის ჯგუფური მუშაობისას აქტიურობისათვის, საპრეზენტაციო თემის შესრულებისათვის და შუალედურ შეფასებებში სტუდენტმა შეიძლება დააგროვოს, მაქსიმუმ 60 ქულა. დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება  51 ქულა.

12 სწავლისშედეგი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი შეიძენს:I.             ზოგადი კომპეტენციები:

  • აბსტრაქტული აზროვნების, ანალიზისა და სინთეზის უნარს;
  • ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს;
  • დროის დაგეგმვისა და მართვის უნარს;
  • ცოდნის გააზრების, გათავისებისა და მუდმივი განახლების უნარს:
  • ზეპირი და წერილობითი ფორმით კომუნიკაციის უნარს;
  • კრიტიკული აზროვნებისა და თვითკრიტიკის უნარს;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის უნარს;
  • ჯგუფში მუშაობის უნარს;
  • ადამიანებთან ურთიერთობისა და საერთო მიზნისკენ წარმართვის უნარს;
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარს;
  • შესრულებული სამუშაოს ხარისხის შეფასების უნარს.

II. დარგობრივი კომპეტენციები:

  • ფინანსების, მისი სტრუქტურისა და როლის შეფასების უნარს;
  • ფინასური სისტემის და მისი რგოლების გაგების უნარს;
  • ფინანსური ბაზრის შეფასებისა და ანალიზის უნარს;
  • ფინანსური კონტროლის განხორციელების უნარს;
  • სახელმწიფო ფინანსების სფეროს გაცნობიერების უნარს;
  • სახლმწიფო კრედიტიდ ორგანიზაციისა და მართვის უნარს;
  • ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტის მონიტორინგის განხორციელების უნარს;
  • საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების უნარს;
  • არაკომერციული (არასაეწარმეო) ორგანიზაციების ფი­ნან­სების ორგანიზაციის თავისებურებები;
  • ფინანსური რისკების გაცნობიერებისა და რეგულირების უნარი;

საერთაშორისო ფინსნსური ინსტიტუტების სტრუქტურისა და კომპეტენციის გაცნობიერების უნარს.

13 სავალდებულო ლიტერატურა
  1. მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., ფინანსების საფუძვლები, თბილისი, გამომცემლობა „დანი“,  2012, – 422 გვ.
  2. ვანიშვილი მ., ნოზაძე მ.  ფინანსების თეორია (ქართული პრაქტიკით) თბილისი. გამომცემლობა „საზოგადოება ცოდნა“, 2009. – 340 გვ.
14 დამატებითი ლიტერატურადა სხვა სასწავლო მასალა
  1. ინგოროყვა ა.,  ცაავა გ. ფინანსური მენეჯმენტი: თეორია, მე­თო­დები და პრაქტიკა. სახელმძღვანელო. ტომი I, თბილისი, გამომცემლობა „გრაალი“,  2011. – 470 გვ.
  2. ყირიმლიშვილი ვ., ფინანსები. თბ., 2005. – 383 გვ.
  3. კაკულია რ. ფინანსები თბილისი 2004. – 352 გვ.
  4. საქართველოს საგადასახადო კოდექსი. თბილისი 2011. – 214 გვ.

5.          www.statistics.ge

6.          www.mof.ge

7.          www.nbg.ge

8.          www.ekonomika.ge

9.          www.un.org

10.      www.unsyst.org

11.      www.worldBank.org

12.      www. economy. gov. ge ;

13.      www. hespa.ge;

14.      www.reforms.ge;

15.      www. parliament. gov. ge;

16. http://classroom.tiri.org/user

17.http://classroom.tiri.org/user/reset/252/1347017200/d60d609747227f28e574a0438ceaf663
18. http://classroom.tiri.org/user/252/edit

19. EBSCO Host

(http://search.epnet.com)

20. Cambridge University Journals

(http://journals.cambridge.org)

21.Questia

(www.questia.com)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                          სასწავლო კურსის შინაარსი             დანართი 1

თემის დასახელება საკონტ.სთ-ების რაოდენობა დამოუკ.მუშ.სთ-ები

 

      ლიტერატურა
(
შესაბამისი გვერდების     მიითებით)
ლექცია ჯგუფში მუშაობა
1 შესავალი ფინანსების თეორიაშიტერმინის – „ფინანსების“ შესახებ, ფინანსების ძირითადი ფუნქციები, საფინანსო კონტროლის ორგანიზაცია. საფინანსო კონტროლის ძირითადი სახეები.საფინანსო სისტემა

საფინანსო სისტემის სტრუქტურა, საფინანსო სისტემის ევოლუცია, საქართველოს თანამედროვე  საფინანსო სისტემა

2 1 5
  1. მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., ფინანსების საფუძვლე­ბი, თბი­ლისი, გამომცემლობა „უ­­ნ­­­ი­ვერსალი“,  2012, გვ. 5-28.
    1.  2. ვანიშვილი მ., ნოზაძე მ.  ფინანსების თეორია (ქარ­თუ­ლი პრაქტიკით) თბი­ლისი. გამომცემლობა „საზ­ო­­­გა­დოება ცოდნა“, 2009. – გვ. 8-60.
2 სახელმწიფო ბიუჯეტი და საბიუჯეტო პროცესი ბიუჯეტის არსი, ბიუჯეტის ფუნქციები და საბიუჯეტო მოწყობის პრინციპები, საქართველოს საბიუჯეტო სისტემა და საბიუჯეტო პროცესის ორგანიზაცია, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები, ბიუჯეტის სალდო: პროფიციტი და დეფიციტი. 1 2 5
  1. მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., ფინანსების საფუძვლე­ბი, თბილისი, ­გამომცემლობა „უნ­ი­­ვერსალი“,  2012, გვ. 29-63.
    1.   2. ვანიშვილი მ., ნოზაძე მ.  ფინანსების თეო­რია (ქართული პრაქტიკით) თბილისი. გამომცემლობა „საზოგადოება ცოდნა“, 2009. – გვ. 116-176.
3 ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტიადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობები, ტრანსფერები და მათი გამოთვლა,   ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა და დამტკიცება. 1 2 4
  1. მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., ფინანსების საფუძვლე­ბი, თბილისი, გამომცემლობა „უნ­ი­ვერსალი“,  2012, გვ. 64-82.

2. ვანიშვილი მ., ნოზაძე მ.  ფინანსების თეორია (ქარ­თული პრაქტიკით) თბილი­სი. გამომცემლობა „საზოგა­დოება ცოდნა“, 2009. გვ. 226-243.

4 სახელმწიფოკრედიტისახელმწიფო ვალის და სახელ-მწიფო კრედიტის ეკონომიკური შინაარსი, სახელმწიფო სესხების კლასიფიკაცია, სახელმწიფო ვალის მართვის აქტუალური საკითხები, საქართველოს სახელმწიფო ვალი და მისი ორგანიზაცია. 1 2 4
  1. მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., ფინანსების საფუძვლე­ბი, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“,  2012, გვ. 83-105.
    1.   2. ვანიშვილი მ., ნოზაძე მ.  ფინანსების თე­ორია (ქართული პრაქ­ტიკით) თბილისი. გამომ­ცემლობა „საზოგადოება ცოდნა“, 2009. –გვ. 199-225.
5 საგადასახადოსისტემაგადასახადების წარმოშობა და ევოლუცია, გადასახადების სოციალურ-ეკონომიკური არსი და ფუნქციები, საგადასახადო სისტემის სტრუქტურა, გდასა-ხადების კლასიფიკაცია: საერთო-სახელმწიფოებრივი და ად-გი-ლობრივი გადასახადები, პირდაპირი და არაპირდაპირი გა-დასახადები. საგადასახადო დაბე-გვრის სახეები. 1 2 5
  1. მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., ფინანსების საფუძვლე­ბი, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“,  2012, გვ. 106-128.

2. ინგოროყვა ა.,  ცაავა გ. ფინანსური მენეჯმენტი: თე­ორია, მეთოდები და პრაქ­ტიკა. სახელმ­ძღვა­ნელო. ტო­­­­მი I, თბილისი, გა­მომ­ცემლობა „გრაალი“,  2011 გვ. 214-226.

6 საქართველოს საგადასახადო სისტემაგადასახადების წარმოშობა და განვითარება საქართველოში, საქართველოს საგადასახადო სისტემის ზოგადი დახასიათება ტრანსფორმირებადი ეკონომიკის პირობებში, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადები საქართველოს საგადასახადო სისტემაში, ადგი-ლობრივი გადასახადები. პირდაპირი და არაპირდაპირი გადასახადები საქართველოში. 1 2   4
  1. მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., ფინანსების საფუძვლე­ბი, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“,  2012, გვ. 129-151.

2. ვანიშვილი მ., ნოზაძე მ.  ფინანსების თეორია (ქართული პრაქტიკით) თბილისი. გამომცემლობა „საზოგადოება ცოდნა“, 2009. გვ. 259-271.

7 საწარმოების (კორპორაციების) ფინანსები 1საწარმოების (კორპორაციების) ფინანსური რესურსების ფუნ-ქციები და კლასიფიკაცია, კომერციული ბანკის ფინან¬სური რესურსები, კომერციული ბანკის რესურსების სტრუქტურის დახასიათება, კომერციული ბანკის საკუთარი კაპიტალის არსი, კომერციული ბანკის მოზიდული სახსრები. 1 2 4
  1. მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., ფინანსების საფუძვლე­ბი, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“,  2012, გვ. 152-178.

2. ­ვანიშვილი მ., ნოზაძე მ.  ფინანსების თეორია (ქართული პრაქტიკით) თბილისი. გამომცემლობა „საზოგადოება ცოდნა“, 2009. – გვ. 275-304.

შუალედური გამოცდა (საკონტაქტო 2 სთ., დამოუკიდებელი 15 სთ.)
8 სადაზღვევო ორგანიზაციათა ფინანსებისადაზღვევო ურთიერთობათა წარმოშობა და ევოლუცია, სა-დაზღვევო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის მაჩვენებლები, დაზღვევის ეკონომიკური შინაარსი, სადაზღვევო კომპანიის (მზღვეველის) ფინანსური მდგრადობისა და გადახდისუნარიანობის მაჩვენებლები. 1 2 4
  1. მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., ფინანსების საფუძვლე­ბი, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“,  2012, გვ. 179-195.

2. ინგოროყვა ა.,  ცაავა გ. ფინანსური მენეჯმენტი: თეორია, მეთოდები და პრაქტიკა. სახელმძღვანელო. ტომი I, თბილისი, გამომცემლობა „გრაალი“,  2011. გვ. 357-366.

9 არაკომერციული (არასამეწარ-მეო) ორგანიზაციების ფინან-სებიარაკომერციული (არასამეწარმეო) საქმიანობის ცნება და სახეები, არაკომერციული (არასამეწარმეო) ორგანიზაციების საქმიანობის დაფინანსების წყაროები და ხარჯები, არაკომერციული (არასამეწარმეო) ფინანსების ორგანიზების მაგალითი, არაკომერციული (არასამეწარმეო) ორგანიზაციების ფინანსაბი და განვითარების ტენდენციები საქართველოში. 1 2 4
  1. მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., ფინანსების საფუძვლე­ბი, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“,  2012, გვ. 196-224.
10 საოჯახო მეურნეობათა (შინამეურნეობათა) ფინანსებისაოჯახო მეურნეობათა (შინამეურნეობათა) ფინანსების ცნება და ეკონომიკური შინაარსი, საოჯახო მეურნეობების შემოსავლების მნიშვნელობა, შემადგენლობა და მაჩვენებლები, საოჯახო მეურნეობების ხარჯების კლასიფიკაცია, სოციალური დამარება და საპენსიო უზრუნველყოფა საქართველოში. 1 2 5
  1. მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., ფინანსების საფუძვლე­ბი, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“,  2012, გვ. 225-263.
    1.   ვანიშვილი მ., ნოზაძე მ.  ფინანსების თეორია (ქარ­თული პრაქტიკით) თბი­ლისი. გამომცემლობა „საზ­ო­გადოება ცოდნა“, 2009. – 340 გვ. 347-372.
11 ფინანსურიბაზარიფინანსური ბაზრის თავისებუ-რებები, ფასიანი ქაღალდების ძირითადი სახეები: აქცია, ობლი-გაცია, თამასუქი, ფიუჩერსი, ვარანტი, ოფციონი, კონოსამენტი. ფასწარმოქმნის ძირითადი პრინციპები და მე¬თოდები.  1 2 4
  1. მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., ფინანსების საფუძვლე­ბი, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“,  2012, გვ. 264-289.

2. ინგოროყვა ა.,  ცაავა გ. ფინანსური მენეჯმენტი: თე­ორია, მეთოდები და პრაქ­ტიკა. სახელ­მძღვა­ნელო. ტ­ო­­­მი I, თბილისი, გამო­მცემლობა „გრაალი“,  2011. გვ. 203-237.

12 ფასიანიქაღალდებისბაზარისაქართველოშიფასიანი ქაღალდების ბაზრის ჩამოყალიბება განვითარება სა-ქართველოში, საქრთველოს სა-ფონდო ბირჟის მონაწილეები, საქართველოს საქრთველოს საფონდო ბირჟის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. 1 2 4
  1. მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., ფინანსების საფუძვლე­ბი, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“,  2012, გვ. 290-303.

2. ინგოროყვა ა.,  ცაავა გ. ფინანსური მენეჯმენტი: თე­ო­რია, მეთოდები და პრაქ­ტიკა. სახელმძღვანელო. ტომი I, თბილისი, გამომ­ცემლობა „გრაალი“,  2011. გვ. 246-251.

13 ფინანსურირისკებისმართვარისკის შინაარსი დ კლასი-ფიკაცია, ფინანსური რისკების კლასიფიკაცია, ფინანსური რის-კების სისტემა, ფინანსური რისკების მართვის ეტაპები და სტრატეგია. 1 2 5
  1. მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., ფინანსების საფუძვლე­ბი, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“,  2012, გვ. 304-326.

2. ინგოროყვა ა.,  ცაავა გ. ფი­ნან­სური მენეჯმენტი: თე­ორია, მეთოდები და პრაქ­ტიკა. სახელმძღვანელო. ტომ­ი I, თბილისი, გამომ­ცემლობა „გრაალი“,  2011. გვ. 616-631.

14 საერთაშორისო ფინანსები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისაერთაშორისო ფინანსების არსი და მისი როლი მსოფლიო ეკონომიკაში, მსოფლიო საფინანსო ბაზრის გან-ზოგადებული სტრუქტურა და მონაწილეების კლასიფიკაცია, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგადი დახასიათება, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, რეგიონალური საფინანსო ორგანიზაციები. 1 2 4
  1. მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., ფინანსების საფუძვლე­ბი, თბილისი, გამომცემლობა „უნ­ი­ვე­რსალი“,  2012, გვ. 327-370.

2. ინგოროყვა ა.,  ცაავა გ. ფინანსური მენეჯმენტი: თეორია, მეთოდები და პრაქტიკა. სახელმძღვანელო. ტომი I, თბილისი, გამომცემლობა „გრაალი“,  2011. გვ.

15 ფინანსური გლობალიზაციაგლობალიზაციის მიმდინარე ტენდენციები, ფინანსური გლო-ბალიზაცია, საქართველო გლობალიზაციის მიმდინარე ტენ-დენციებში, ფინანსური გლო-ბალიზაცია და ოფშორული ცენ-ტრების განვითარება. 1 2 5
  1. მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., ფინანსების საფუძვლე­ბი, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“,  2012, გვ. 371-410.
დასკნითი გამოცდა (საკონტაქტო 3 სთ., დამოუკიდებელი 20 სთ.)
                                                      

     

Categories: სილაბუსები | დატოვე კომენტარი

Post navigation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: