სადაზღვევო საქმე

1. რა სახის პასუხისმგებლობის დაზღვევა არსებობს:

ა. პროფესიული;

ბ. პროდუქციის ხარისხის;

გ. სამოქალაქო.

დ. ყველა ზემოთქმული

2. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სადაზღვევო პრემია დგინდება:

ა. მზღვეველისადმი  დაწესებული განსაკუთრებული ლიმიტის ფარგლებში;

ბ.  სატარიფო განაკვეთებიდან და დამოკიდებულია მხოლოდ ერთ კონკრეტულ სადაზღვევო თანხაზე;

გ. სატარიფო განაკვეთებიდან და დამოკიდებულია არჩეულ სადაზღვევო თანხაზე;

დ. არცერთი

3.გადახდისუნარიანობის მარჟის გამოთვლა ხდება :

ა) მზღვეველის საბალანსო მოგებისა და შემოსავლის საფუძველზე;

ბ) მზღვეველის მთლიანი მოგებისა და ანგარიშგების საფუძველზე;

გ) მზღვეველის საბუღალტრო აღრიცხვისა და მზღვეველის ანგარიშგების საფუძველზე;

დ) მზღვეველის წმინდა მოგებისა და დამზღვევის ანგარიშგების საფუძველზე.

4.მინიმალური ნეტო-პრემია ტოლია:

ა) მთლიანად ანაზღაურებული ზარალის რაოდენობასთან შეფარდების;

ბ) ზარალების ფარდობითი სიხშირისა და ზარალის საშუალო სიდიდის სხვაობის;

გ) ზარალების ფარდობითი სიხშირისა და ზარალის საშუალო სიდიდის ნამრავლის;

დ) ბრუტო პრემიის და სადაზღვევო თანხის შეფარდების.

  1. დისკონტირება არის:

ა) მომავალი ხარჯებისა და შემოსავლების დღევანდელი ღირებულების დადგენა;

ბ) მომავალი ხარჯებისა და შემოსავლების მომავალი ღირებულების დადგენა;

გ) წლის განმავლობაში თანხის ერთეულზე (1 ლარზე) მიღებული მოგება;

დ) არცერთი მათგანი.

6.გადაზღვევის ოპერაციის შედეგად მიღებული მოგებისას:

ა) მზღვეევლი მიიღებს მოგებას იმ შემთხვევაში, თუ გადამზღვეველისაგან მიღებული საკომისიო უფრო ნაკლები აღმოჩნდება, ვიდრე პირველადი მზღვეველის მიერ მისი წილი ვალდებულებების შესრულებაზე გაწეული ფაქტიური დანახარჯები;

ბ) სადაზღვევო პრემიებში ჩადებული აკვიზიციურ და ადმინისტრაციულ-სამეურნეო ხარჯებს აკლდება ფაქტიური აკვიზიციური და ადმინისტრაციულ-სამეურნეო ხარჯები;

გ) სადაზღვევო პრემიებში ჩადებული აკვიზიციურ და ადმინისტრაციულ-სამეურნეო ხარჯებს ემატება ფაქტიური აკვიზიციური და ადმინისტრაციულ-სამეურნეო ხარჯები;

დ) მზღვეევლი მიიღებს მოგებას იმ შემთხვევაში, თუ გადამზღვეველისაგან მიღებული საკომისიო უფრო მეტი აღმოჩნდება, ვიდრე პირველადი მზღვეველის მიერ მისი წილი ვალდებულებების შესრულებაზე გაწეული ფაქტიური დანახარჯები.

7.სატარიფო განაკვეთი, რომლის მიხედვითაც იდება სადაზღვევო გარიგება, ასახავს სადაზღვევო რისკის ყველა ხარჯს და მოიცავს კომპანიის მოგებას, არის:

ა) ნეტო სატარიფო განაკვეთი;

ბ) ბრუტო სატარიფო განაკვეთი;

გ) საკომპენსაციო განაკვეთი;

დ) წმინდა სატარიფო განაკვეთი.

8.საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე სადაზღვევო ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმად გვევლინება:

ა) მხოლოდ სამთავრობო სადაზღვევო ორგანიზაციები და სააქციო საზოგადოება;

ბ) მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სააქციო საზოგადოება;

გ) მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება და სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია.

დ) მხოლოდ სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია და სააქციო საზოგადოება.

9.სადაზღვევო ბაზარი არის :

ა) ეკონომიკური ურთიერთობების განსაზღვრული სფერო, სადაც გაყიდვის ობიექტად გამოდის სადაზღვევო დაცვა, ფორმირდება მასზე მოთხოვნა.

ბ) ეკონომიკური ურთიერთობების განსაზღვრული სფერო, სადაც ყიდვის ობიექტად გამოდის სადაზღვევო დაცვა, ფორმირდება მასზე მიწოდება.

გ) ეკონომიკური ურთიერთობების განსაზღვრული სფერო, სადაც ყიდვა-გაყიდვის ობიექტად გამოდის სადაზღვევო ხელშეკრულება, ფორმირდება მასზე მოთხოვნა-მიწოდება.

დ) ეკონომიკური ურთიერთობების განსაზღვრული სფერო, სადაც ყიდვა-გაყიდვის ობიექტად გამოდის სადაზღვევო დაცვა, ფორმირდება მასზე მოთხოვნა-მიწოდება.

10.  ავტოგადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებაში შემავალი რისკია:

ა. დაკავშირებული გარემოს ზიანის მიყენებასთან;

ბ. ავტოგადამზიდველის პასუხისმგებლობა პირდაპირი ზარალის მიყენების შემთხვევაში;

გ. პასუხისმგებლობა მესამე პირთა წინაშე ტვირთის ზიანის მიყენების შემთხვევაში.

დ. არცერთი

11.ცედენტის და გადამზღვეველის ერთობლივად აღებული ვალდებულებების  ფორმის მიხედვით მიღებულია სადაზღვევო ხელშეკრულებების შემდეგი დაყოფა:

ა) ფაკულტატური გადაზღვევა, პირდაპირი გადაზღვევა, ობლიგატორული გადაზღვევა;

ბ) პირდაპირი გადაზღვევა, არაპირდაპირი გადაზღვევა, ფაკულტატურ-ობლიგატორული (შერეული) გადაზღვევა;

გ) ფაკულტატური გადაზღვევა, ობლიგატორული გადაზღვევა, ირიბი გადაზღვევა;

დ) ფაკულტატური გადაზღვევა, ობლიგატორული გადაზღვევა; ფაკულტატურ-ობლიგატორული (შერეული) გადაზღვევა.

12. გასამრჯელო, რომელსაც გადამზღვეველი უხდის ცედენტს თავისი მოგებიდან, რომელიც მას აქვს მიღებული საგადაზღვევო ხელშეკრულებებიდან, მოიხსენიება როგორც :

ა) ტანტიემა;

ბ) პრემიის დეპო;

გ) კვოტური გასამრჯელო;

დ) ექსცედენტი.

13. გადაზღვევის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ცედენტი გადასცემს გადამზღვეველს გარკვეულ რისკებს, ხოლო გადამზღვეველს აქვს უფლება აირჩიოს, მიიღოს თუ არა ყოველი ცალკეული რისკი, არის  :

ა) ობლიგატორული გადაზღვევა;

ბ) ფაკულტატური გადაზღვევა;

გ) ფაკულტატურ-ობლიგატორული გადაზღვევა;

დ) ინდივიდუალური გადაზღვევა.

14. სადაზღვევო ხელშეკრულების დადებისას გამოყოფენ გადაზღვევის ორ მეთოდს:

ა)  ფაკულტატურ და ობლიგატორულ გადაზღვევას;

ბ) პირდაპირ და არაპირდაპირ გადაზღვევას;

გ) პროპორციულ და არაპროპორციულ გადაზღვევას;

დ) პროგრესულ და არაპროგრესულ გადაზღვევას.

15.ერთობლივი სადაზღვევო თანხიდან სადაზღვევო შენატანის განაკვეთი, რომელსაც იხდის დამზღვევი, არის:

ა) საკომპენსაციო განაკვეთი;

ბ) სატარიფო განაკვეთი;

გ) საგარანტიო დანამატი;

დ) სარგებლის განაკვეთი.

16. სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დროს

ა. დამზარალებელმა ნაწილობრივ უნდა აუნაზღაუროს ზარალი დაზარალებულ მესამე პირს;

ბ. დამზარალებელმა სრულად უნდა აუნაზღაუროს ზარალი დაზარალებულ მესამე პირს;

გ. თანხა გაიცემა ნებისმიერ მზღვეველზე სადაზღვევო (უბედური) შემთხვევის დადგომისას.

დ. არცერთი

17.  მზღვეველის თავისუფალი აქტივების სიდიდე გამოითვლება, როგორც:

ა) აქტივების საერთო თანხისა და მისი ვალდებულებების თანხის ჯამი;

ბ) აქტივების საერთო თანხასა და მისი ვალდებულებების თანხას  შორის სხვაობა;

გ) შემოსავლების საერთო თანხისა და გადასახდელი პროცენტების თანხის ჯამი;

დ) შემოსავლების საერთო თანხასა და გადასახდელი პროცენტების თანხის სხვაობა.

18.მზღვეველთა კონკურენტუნარიანობის დამახასიათებელი ეკონომიკური პარამეტრია:

ა) ფასდაკლებათა სისტემა და შეღავათები ვადებზე;

ბ) გადასახადები პერსონალის სწავლებაზე;

გ) გადასახადები სახელმწიფო ორგანოებისათვის;

დ) შეღავათები დადებული სადაზღვევო ხელშეკრულების პირობებზე.

19.   პასუხისმგებლობის დაზღვევის  ობიექტია

ა. დამზღვევის პასუხისმგებლობა კანონით ან სახელშეკრულებო ვალდებულებით მესამე პირთა წინაშე მათთვის ზიანის მიყენებისათვის;

ბ. პირადი ქონების დაზღვევა

გ.დაზღვეულის პასუხისმგებლობა კანონით ან სახელშეკრულებო ვალდებულებით მესამე პირთა წინაშე მათთვის ზიანის მიყენებისათვის;

დ.არცერთი

20. მომეტებული საშიშროების წარმომქმნელ საწარმოთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაში სადაზღვევო პრემიის ოდენობა დამოკიდებულია:

ა. მხოლოდ დამზღვევის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, სადაზღვევო რისკების ნუსხაზე, პასუხისმგებლობის ლიმიტზე.

ბ. მხოლოდ დამზღვევის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე და სადაზღვევო რისკების ნუსხაზე.

გ. დამზღვევის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, სადაზღვევო რისკების ნუსხაზე, პასუხისმგებლობის ლიმიტზე, დაზღვევის ვადაზე.

დ.დამზღვევის მიერ შესრულებულ ვალდებულებებზე, სადაზღვევო რისკების ნუსხაზე, პასუხისმგებლობის ლიმიტზე, დაზღვევის ვადაზე.

21.დაზღვევის შესახებ კანონის მიხედვით, მზღვეველის ფინანსური მდგრადობის და გადახდისუნარიანობის გარანტიებს  მიეკუთვნება:

ა) საწესდებო კაპიტალი;

ბ) გადაზღვევის სისტემა;

გ) სადაზღვევო რეზერვები, რომელიც დაანგარიშებულია დადგენილი წესის მიხედვით და წარმოადგენენ სადაზღვევო თანხების გაცემის გარანტიას;

დ) ყველა მათგანი.

22.ტექნიკური მოგება იმ შემთხვევაში წარმოიქმნება :

ა) როდესაც ზარალის ანაზღაურებისას მზღვეველის მიღებული საინვესტიციო შემოსავალი  აღმოჩნდება მოსალოდნელზე დაბალი;

ბ) როდესაც ზარალის ანაზღაურებისას მზღვეველის ფაქტიური დანახარჯი აღმოჩნდება მოსალოდნელზე დაბალი;

გ) როდესაც ზარალის ანაზღაურებისას მზღვეველის მიღებული საინვესტიციო შემოსავალი  აღმოჩნდება მოსალოდნელზე დაბალი;

დ) როდესაც ზარალის ანაზღაურებისას მზღვეველის ფაქტიური დანახარჯი აღმოჩნდება მოსალოდნელზე მაღალი.

23.სადაზღვევო სტატისტიკის ძირითად მაჩვენებლებს მიეკუთვნება:

ა) სადაზღვევო ობიექტების რიცხვი და სადაზღვევო შემთხვევათა სიხშირე;

ბ) გადამზღვეველთა  რიცხვი და სადაზღვევო შემთხვევათა რაოდენობა;

გ)  სადაზღვევო ობიექტების რიცხვი და სადაზღვევო შემთხვევათა რაოდენობა;

დ) სადაზღვევო სუბიექტების რიცხვი და სადაზღვევო შემთხვევათა ლიმიტი.

24. გადაზღვევის ფორმა, რომელიც გულისხმობს, რომ ცედენტი ვალდებულია, გადასცეს ვალდებულებების ნაწილი, ხოლო გადამზღვეველი ვალდებულია მიიღოს ყოველი ცესია, არის :

ა) ინდივიდუალური გადაზღვევა;

ბ) ფაკულტატური გადაზღვევა;

გ) პერსონალური  გადაზღვევა;

დ) ობლიგატორული გადაზღვევა.

25. შეთანხმება ცედენტის მიერ საგადაზღვევო პრემიის ნაწილის დაკავებაზე მის მიერ ფორმირებულ სადეპოზიტო ფონდში, არის:

ა)    პრემიის დეპო

ბ) კვოტური გასამრჯელო;

გ) ტანტიემი;

დ) ექსცედენტი;

26. ეკონომიკური ურთიერთობების სისტემა, მზღვეველებს შორის მეორად დაზღვევაში, რომლის დროს მზღვეველი  სადაზღვევო რისკების მიხედვით თავის თავზე აღებული ვალდებულებების ნაწილს გადასცემს სხვა მზღვეველს (გადამზღვეველს) გარკვეული შეთანხმებების პირობით, არის :

ა) გადაზღვევა

ბ) ორმაგი დაზღვევა;

გ) თანადაზღვევა

დ) პროპორციული დაზღვევა.

27. სადაზღვევო სფეროში მარკეტინგის ორი ძირითადი ფუნქცია არის:

ა) პერსპექტიული დაზღვევის სახეობის შერჩევა და სადაზღვევო ინტერესების დაკმაყოფილება;

ბ)  მოცემული პერიოდის სადაზღვევო სტრატეგიის განსაზღვრა და გეგმის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

გ) სადაზღვევო მომსახურებაზე მოთხოვნის ჩამოყალიბება და სადაზღვევო ინტერესების    დაკმაყოფილება;

დ) კონკურენციის ინსტურმენტების შერჩევა და რენტაბელობის გამოთვლა.

28. გადაზღვევაში გამოყოფენ  შემდეგი სამი ძირითადი სახის საკომისიოს:

ა) ორიგინალური საკომისიო, სათანადაზღვევო საკომისიო, სადილერო საკომისიო;

ბ) ინდივიდუალური საკომისიო, საგადაზღვევო საკომისიო, სადილერო საკომისიო;

გ) ორიგინალური საკომისიო, საგადაზღვევო საკომისიო, საბროკერო საკომისიო;

დ) ინდივიდუალური საკომისიო, სათანადაზღვევო საკომისიო, საბროკერო საკომისიო.

29.გაზრდილი საინვესტიციო პროცენტის შედეგად მიღებული მოგება ტოლია :

ა) მიღებული საინვესტიციო შემოსავალს  გამოკლებული  წინასწარ დათვლილი საინვესტიციო შემოსავალი  და გამოკლებული საინვესტიციო მომსახურების საკომისიო;

ბ) მიღებული საინვესტიციო შემოსავალს  დამატებული  წინასწარ დათვლილი საინვესტიციო შემოსავალი  და გამოკლებული საინვესტიციო მომსახურების საკომისიო;

გ) მიღებული საინვესტიციო შემოსავალს  გამოკლებული  წინასწარ დათვლილი საინვესტიციო შემოსავალი  და დამატებული საინვესტიციო მომსახურების საკომისიო;

დ) მიღებული საინვესტიციო შემოსავალს  გამოკლებული  წინასწარ დათვლილი საინვესტიციო შემოსავალი  და გამოკლებული სადაზღვევო გადახდები სადაზღვევო ხელშეკრულების მიხედვით გარდაცვალების შემთხვევაში.

30.შეუფასებელი კონკურენცია წინა პლანზე სწევს:

ა) მზღვეველის მიერ კლიენტებისათვის დამატებით სერვისულ მომსახურებას;

ბ) სატარიფო განაკვეთს, რომლითაც მოხდება მოცემული დაზღვევის სახეობაზე ხელშეკრულების დადება.

გ) პერსპექტიული დაზღვევის სახეობის შერჩევას;

დ) რეკლამას.

31.ჰორიზონტალური ინტეგრაცია არის:

ა) სადაზღვევო საქმიანობის ორგანიზაციული ფორმა, რომელიც დაფუძნებულია წევრთა საპაიო შენატანებით;

ბ) სადაზღვევო კომპანიების კლასიფიკაცია ნებისმიერი ნიშნით;

გ) მცირერიცხოვანი სადაზღვევო კომპანიების ხელში დიდი მოცულობის სადაზღვევო პრემიების თავმოყრა.

დ) სადაზღვევო კომპანიების შეღწევა სადაზღვევო საქმიანობასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სფეროში.

32.მომხდარი, მაგრამ განუცხადებელი ზარალების რეზერვების გაანგარიშება ხორციელდება დაზღვევის სახეობების მიხედვით და მისი გამოთვლისას საბაზისო პრემიად  არასიცოცხლის დაზღვევის სახეობებისათვის მიიჩნევა:

ა) მზღვეველის მიერ საანგარიშო წელიწადში მოზიდული ნეტო პრემიის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ერთ სადაზღვევო წელს;

ბ) მზღვეველის მიერ საანგარიშო წელიწადში მოზიდული ნეტო პრემია (ერთ წელზე მეტი პერიოდით გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების ჩათვლით);

გ) მზღვეველის მიერ საანგარიშო წელიწადში მოზიდული ბრუტო პრემია (ერთ წელზე მეტი პერიოდით გაფორმებული სადაზღვევო ხელშეკრულებების ჩათვლით);

დ)  მზღვეველის მიერ საანგარიშო წელიწადში მოზიდული ბრუტო პრემიის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ერთ სადაზღვევო წელს.

33. პროფესიული პასუხისმგებლობა დაკავშირებულია

ა. ქონებრივი პრეტენზიების წაყენებასთან იმ ფიზიკური ან იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც დაკავებულნი არიან თავიანთი პროფესიული ვალდებულებების შესრულებით;

ბ. ქონებრივი პრეტენზიების წაყენებასთან იმ იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც დაკავებულნი არიან თავიანთი პროფესიული ვალდებულებების შესრულებით;

გ.  ქონებრივი პრეტენზიების წაყენებასთან იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც დაკავებულნი არიან თავიანთი პროფესიული ვალდებულებების შესრულებით;

დ. არცერთი

34. პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის სადაზღვევო პრემია დგინდება:

ა. მზღვეველისადმი  დაწესებული განსაკუთრებული ლიმიტის ფარგლებში;

ბ.  სატარიფო განაკვეთებიდან და დამოკიდებულია მხოლოდ ერთ კონკრეტულ სადაზღვევო თანხაზე;

გ. სატარიფო განაკვეთებიდან და დამოკიდებულია არჩეულ სადაზღვევო თანხაზე;

დ. არცერთი

35.აქტუარული გაანგარიშების კლასიფიკაცია  ხდება შემდეგი ნიშნებით:

ა) რისკის ხარისხის მიხედვით, შედგენის დროის მიხედვით, იერარქიული ნიშნის მიხედვით;

ბ) დაზღვევის სახეების მიხედვით, შედგენის დროის მიხედვით, ტერიტორიული ნიშნის მიხედვით;

გ) დაზღვევის ორგანიზაციული ნიშნის მიხედვით, შედგენის დროის მიხედვით, ზონალური ნიშნის მიხედვით;

დ) დაზღვევის სახეების მიხედვით, შედგენის დროის მიხედვით, იერარქიული ნიშნის მიხედვით.

36.ხარჯების შემცირების შედეგად მიღებული მოგება = სადაზღვევო პრემიაში ჩადებული აკვიზიციური და ადმინისტრაციულ–სამეურნეო ხარჯებს(1) – ფაქტიური აკვიზიციური და ადმინისტრაციული –სამეურნეო ხარჯები(2) + მიღებული საინვესტიციო შემოსავალი(3)

ფორმულის რომელი პარამეტრია ზედმეტი

37.ურთიერთდაზღვევა, როგორც დაზღვევის ერთერთი ორგანიზაციული ფორმა, წარმოადგენს

ა.  სახელმწიფოებრივი დაზღვევის ფორმას, რომელიც გამოხატავს შეთანხმებას სახელმწიფოსა და იურიდიულ პირებს შორის მოსალოდნელი დანაკარგების ურთიერთანაზღაურების შესახებ;

ბ. არასახელმწიფოებრივი დაზღვევის ორგანიზაციულ ფორმას, რომელიც გამოხატავს შეთანხმებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის შესაძლო დანაკარგების ურთიერთანაზღაურების შესახებ;

გ.  სახელმწიფოებრივი დაზღვევის ფორმას, რომელიც გამოხატავს შეთანხმებას სახელმწიფოსა და ფიზიკურ  პირებს შორის მოსალოდნელი დანაკარგების ურთიერთანაზღაურების შესახებ;

დ. არც ერთი მათგანი.

38. სავალდებულო დაზღვევის დროს

ა. დასაზღვევი სუბიექტი თვითონ  ირჩევს  დაზღვევის ამათუ იმ სახეობას და სადაზღვევო კომპანიას;

ბ. სადაზღვევო კომპანია განსაზღვრავს სადაზღვევო შენატანების სიდიდეს და დაზღვევის განხორციელების წესს;

გ. დაზღვევის ობიექტი, სახეობები და განხორციელების წესი განისაზღვრება შესაბამისი კანონით დაზღვევის შესახებ.

დ. არც ერთი მათგანი.

39. სადაზღვევო კომპანიის საკუთარი კაპიტალის სიდიდე განისაზღვრება

ა. აქტივებს გამოკლებული ვალდებულებები;

ბ. მოგება-ზარალის ანგარიშგების  მონაცემების საფუძველზე;

გ. ბუღალტრული ბალანსის  მონაცემების საფუძველზე.

დ. არც ერთი მათგანი.

40. სადაზღვევო პრაქტიკაში ერთობლივი პოლისი გამოიყენება

ა. როდესაც პირი რამდენიმე ობიექტს აზღვევს ერთსა და იმავე სადაზღვევო კომპანიაში;

ბ. როდესაც პირი ერთსა და იმავე ქონებას აზღვევს  რამდენიმე სადაზღვევო კომპანიაში;

გ. როდესაც პირი დაზღვევის სხვადასხვა სახეობის მიხედვით აფორმებს ხელშეკრულებას ერთსა და იმავე კომპანიაში.

დ. არც ერთი მათგანი.

41. სადაზღვევო სააქციო საზოგადოების  საკუთარი კაპიტალის  ძირითად წყაროს  წარმოადგენს

ა. სარეზერვო ფონდი;

ბ. დაგროვებისა და მოხმარების ფონდი;

გ. საწესდებო ფონდი.

დ. არც ერთი მათგანი.

42. ცენტრალიზებული სადაზღვევო ფონდი იქმნება

ა. საწარმოებისა და ფირმების მიერ გადახდილი სადაზღვევო პრემიის ხარჯზე და მას განკარგავენ აღნიშნული სუბიექტები;

ბ. სამთავრობო დონეზე, ფორმირდება საერთო-სახელმწიფოებრივი  რესურსებით და იმყოფება მთავრობის განკარგულებაში;

გ. მმართველობის ადგილობრივი ორგანოების დონეზე და იმყოფება მათ განკარგულებაში.

დ. არც ერთი მათგანი.

43. სადაზღვევო კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესაფასებლად გამოიყენება

ა. კომპანიის ბუღალტრული ბალანსისა და მოგება-ზარალის ანგარიშგების მონაცემები;

ბ. მოზიდული ჯამური პრემიების (შენატანების) სიდიდე;

გ. აქტივებისა და ვალდებულებების სხვაობის სიდიდე.

დ. არც ერთი მათგანი.

44. თვითდაზღვევის ფონდი წარმოადგენს

ა. დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტის დეცენტრალიზებული წესით შექმნილ ფონდს და გამიზნულია საწარმოს მოსალოდნელი საჭიროებისათვის;

ბ. დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტის ცენტრალიზებული წესით შექმნილ ფონდს და გამიზნულია საწარმოს მოსალოდნელი საჭიროებისათვის;

გ. დამოუკიდებელი იურიდიული სუბიექტის დეცენტრალიზებული წესით შექმნილ ფონდს და იქმნება სადაზღვევო ურთიერთობის მონაწილეთა სადაზღვევო შენატანებისაგან.

დ. არც ერთი მათგანი.

45.უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევა შეუძლია ყველა მოქალაქეს

ა. 0-დან 65 წლამდე;

ბ. 25-დან 65 წლამდე;

გ. 16-დან 65 წლამდე.

დ. არც ერთი მათგანი.

46. სიცოცხლის დაზღვევაში გამოყოფენ შემდეგ ფორმებს

ა. სიცოცხლის დაზღვევა ერთჯერადი გადახდით, ანუიტეტური დაზღვევა, შერეული დაზღვევა;

ბ. დაზღვევა გარდაცვალების შემთხვევაზე, ანუიტეტური დაზღვევა, შერეული დაზღვევა;

გ. სიცოცხლის დაზღვევა ერთჯერადი გადახდით, ანუიტეტური დაზღვევა, დამატებითი დაზღვევა.

დ. არც ერთი მათგანი.

47. სიცოცხლის დაზღვევაში ანუიტეტური დაზღვევა გულისხმობს

ა. მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებას რეგულარული გადახდებით;

ბ. მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებას დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში;

გ. მზღვეველის მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებას დაზღვეულისათვის უბედური შემთხვევის დროს.

დ. არც ერთი მათგანი.

48. დაზღვევის ხანგრძლივობა არის დროის პერიოდი, რომლის განმავლობაში

ა. მზღვეველი ახდენს სადაზღვევო ანუიტეტის გადახდას;

ბ. იზრდება უბედური შემთხვევების ალბათობა;

გ. მზღვეველი ატარებს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის რისკს (რისკობრივი პერიოდი).

დ. არც ერთი მათგანი.

49. სიცოცხლის დაზღვევის დროს ჯგუფური დაზღვევა მოიცავს

ა.  ფირმაში მომუშავე ძირითადი (საკვანძო) თანამშრომლის დაზღვევას;

ბ. ფირმაში მომუშავე მთელ კოლექტივს ან/და ჯგუფის ყველა წევრს;

გ. ფირმაში მომუშავე რამდენიმე წევრის დაზღვევას.

დ. არც ერთი მათგანი.

50. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან განაცხადი სიცოცხლის დაზღვევაზე არ მოიცავს

ა. პროფესიული შრომისუუნარობისა და მოვლის ხარჯები;

ბ. დაზღვევის ძირითადი ფორმა და დამატებითი სახეობები;

გ. შეთანხმებული სადაზღვევო გადახდა.

დ. არც ერთი მათგანი.

51. სიცოცხლის დაზღვევის დროს დათმობა (ცესია) გულისხმობს

ა. დაზღვეული მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებისა და მოთხოვნების მესამე პირისათვის გადაცემას;

ბ.ყადაღის დადებას დამზღვევის უფლებაზე სადაზღვევო თანხის მისაღებად;

გ. მზღვეველის მიერ სადაზღვევო ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტას.

დ. არც ერთი მათგანი.

52. დაფარვის კაპიტალი სიცოცხლის დაზღვევაში არის

ა. თანხა, რომელიც გაიცემა დაზღვეულზე უბედური შემთხვევის დადგომისას;

ბ. თანხა, რომელიც გაიცემა დაზღვეულზე მისი გარდაცვალების შემთხვევაში;

გ. სადაზღვევო შენატანის დაგროვებითი ნაწილის კაპიტალიზაციით მიღებული თანხა.

დ. არც ერთი მათგანი.

53. ქონების დაზღვევის დროს სადაზღვევო საზღაური გადაიხდება

ა. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას და განისაზღვრება სადაზღვევო თანხის ფარგლებში;

ბ. სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე  და განისაზღვრება სადაზღვევო თანხის ფარგლებში;

გ. სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე და მისი გადახდა ხდება ანუიტეტის სახით.

დ. არც ერთი მათგანი.

54. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ მიეკუთვნება ქონების დაზღვევაშო მოსალოდნელ რისკებს

ა. ხანძარი, აფეთქება, სტიქიური უბედურობები, ქურდობა, სატრანსპორტო საშუალებების შეჯახება და სხ;

ბ. ხანძარი, მეხის დაცემა, სტიქიური უბედურობები, ქურდობა, სატრანსპორტო საშუალებების შეჯახება და სხ;

გ. ხანძარი, აფეთქება,  ფასიანი ქაღალდების კურსის დაზღვევა, ინფლაციისაგან დაზღვევა, სატრანსპორტო საშუალებების შეჯახება და სხ.

დ. არც ერთი მათგანი.

55. ფრანშიზა, როგორც დაზღვევის ერთერთი პირობა, არის

ა. ის მინიმალური დანაკლისები, რასაც არ ანაზღაურებს მზღვეველი;

ბ. სიდიდე, რომელიც განისაზღვრება  სადაზღვევო თანხის ფარგლებში;

გ. თანხა, რომელიც გაიცემა მზღვეველზე სადაზღვევო (უბედური) შემთხვევის დადგომისას.

დ. არც ერთი მათგანი.

56. სადაზღვევო აქტი არის იურიდიული დოკუმენტი, რომელსაც

ა. ადგენს სადაზღვევო აგენტი და წარმოადგენს სადაზღვევო საზღაურის გადახდის საფუძველს;

ბ. ადგენს სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას და წარმოადგენს სადაზღვევო საზღაურის გადახდის საფუძველს;

გ. ადგენს სადაზღვევო კომპანია სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე და წარმოადგენს სადაზღვევო საზღაურის გადახდის საფუძველს;

დ. არც ერთი მათგანი.

57.  მესამე პირთა ბოროტგანზრახული ქმედებებისაგან დაზღვევას მიეკუთვნება

ა. ქურდობა, ძარცვა ან/და ყაჩაღობა და სხვა მსგავსი ქმედებანი;

ბ. ჯანმრთელობის დაზიანება, ადამიანის დაინვალიდება, ძარცვა;

გ. ფასიანი ქაღალდების კურსის დაზღვევა, ინფლაციისაგან დაზღვევა,  ქურდობა, ყაჩაღობა.

დ. არც ერთი მათგანი.

58. სატრანსპორტო საშუალების მოპარვა ანაზღაურდება

ა. მისი ღირებულების მიხედვით იმ ნარჩენის გამოკლებით, რომელიც ვარგისია გამოყენებისათვის;

ბ. მისი ღირებულების მიხედვით (ცვეთის გათვალისწინებით);

გ. ანაზღაურდება ფრანშიზის გათვალისწინებით.

დ. არც ერთი მათგანი.

59. სატრანსპორტო გადაზიდვების ძირითადი მონაწილეები არიან

ა. ტვირთის გამგზავნი, ტვირთის მიმღები, გადამზიდველი რომელიც ფლობს სატრანსპორტო საშუალებას ან არენდით აქვს იგი აღებული;

ბ. სადაზღვევო აგენტი, ტვირთის მიმღები, გადამზიდველი რომელიც ფლობს სატრანსპორტო საშუალებას ან არენდით აქვს იგი აღებული;

3. სადაზღვევო ბროკერი, ტვირთის გამგზავნი, ტვირთის მიმღები.

დ. არც ერთი მათგანი.

60. გენერალური ტვირთების დაზღვევა გულისხმობს

ა. სტანდარტულად შეფუთული ტვირთები, რომლებსაც არ სჭირდებათ გადაზიდვის განსაკუთრებული პირობები;

ბ. „სპეციალური ტვირთების“ დაზღვევა, რომელშიც შედის ძვირფასი ლითონების, საბანკო ბანკნოტების, მონეტების დაზღვევა;

გ. თხევადი, მტვრევადი, ფეთქებადი და სხვა ტვირთების დაზღვევა, რომლებსაც სჭირდებათ ტრანსპორტირების განსაკუთრებული პირობები.

დ. არც ერთი მათგანი.

 

 

 

Categories: ტესტები | დატოვე კომენტარი

Post navigation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: