საფინანსოსისტემისთანამედროვე გაგებისათვის

ქართულ თუ საზღვარგარეთის სახელმძღვანელოებსა და სხვადასხვა გამოცემებში, მოცემულია საფინანსო სისტემის განსაზღვრისადმი სხვადასხვაგვარი მიდგომები. მაგალითად, ინგლისურ-ამერიკული ფინანსური სკოლის წარმომადგენლების (ტ. კოუპლენდი, რ. ბრეილი, ს. როსი, ი. ბრიგჰემი და სხვ.) აზრით საფინანსო სის¬ტემა არის დაწესებულებების და ბაზრების ერთობ¬ლიობა, რომლებიც ფინანსური მომსახურებით უზრუნ¬ველყოფენ ფირმებს, მოქალაქეებს და მთავრობებს.

რიგი სხვა მეცნიერების აზრით, ქვეყნის საფინანსო სისტემის არსი ვლინდება მისი ქვესისტემების საშუალებით: საბანკო, საკრედიტო, ფულადი, საბიუჯეტო, საგადასახადო.

თანამედროვე რუსულ ეკონომიკურ პრაქტიკაში შეიძლება შეგვხვდეს საფინანსო სისტემის განსაზღვრის 2 ყველაზე გავრცელებული ვარიანტი.

პირველი ვარიანტი (ლ. დრობოზინა, გ. პოლიაკი) ასახავს პრაქტიკულ, გამოყენებით მიდგომას: საფინანსო სისტემა – არის ფინანსური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს ერთობლიობა, რომელთა პროცესში წარმოიქმნება და გამოიყენება მეურნე სუბიექტების, მოქალაქეების და სახელმწიფოს ფულადი სახსრების ფონდები.

მეორე ვარიანტი (სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკისა და ფინანსების უნივერსიტეტის სამეცნიერო სკოლა, ვ. კოვალიოვი, ვ. ივანოვი და სხვ.) ასახავს უფრო აკადემიურ, კლასიკურ-თეორეტიზირებულ მიდგომას: საფინანსო სისტემა – არის ერთობლივი საზოგადოებრივი პროდუქტის განაწილებისა და გადანაწილებისათვის კვლავწარმოების პრო¬ცესის ყველა სუბიექტებს შორის ფულადი ურთი¬ერთობების ორგანიზაციის ფორმა.

საფინანსო სისტემის სტრუქტურის ევოლუცია თანამედროვე საქართველოში. `ფინანსები~, `საფინანსო სისტემა~ – ქართულ პრაქტიკაში განვითარებადი ცნებებია. ბოლო ოცი წლის განმავლობაში პრინციპულად იცვლებოდა საქართველოს საფინანსო სისტემის სტრუქტურა, რაც უშუალოდ არის დაკავშირებული ქვეყანაში მიმდინარე საბაზრო გარდასახვებთან. სასწავლო ლიტერატურაში, მისი გამოცემის წლებზე დამოკიდებულებით, შეიძლება შეგ-ვხვდეს საქართველოს საფინანსო სისტემის სტრუქტურის განსაზღვრის სხვადასხვა ვარიანტები. მაგალითად, საფინანსო სისტემის ჩამოყალიბების ეტაპზე, როდესაც გამოჩნდა ფინანსების შესახებ უცხოურიდან ნათარგმნი სახელმძღვანელოები და საერთოეროვნულ პრობლემას სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის აღმოფხვრა წარ-მოადგენდა, ზოგადად, ქვეყნის საფინანსო სისტემა წარმოდგენილი იყო შემდეგი რგოლებით:

1.         სახელმწიფო ფინანსები;

2.         სამეურნეო ერთეულების ფინანსები;

3.         საოჯახო მეურნეობების ფინანსები.

ხოლო ქვეყნის საფინანსო სისტემის კლასიფიკაცია წარმოდგენილი იყო შემდეგი სახით[1]:

–           სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა;

–           სახელმწიფო კრედიტი;

–           ქონებრივი და პირადი დაზღვევის ფონდები;

–           საკუთრების სხვადასხვა ფორმების მქონე საწარმოთა და ორგანიზაციათა ფინანსები .

შემდეგ, საგადასახადო და საბიუჯეტო კოდექსების მი-ღებასთან ერთად მიზანშეწონილი გახდა საფინანსო სის-ტემა წარმოგვედგინა, როგორც ფინანსების ერ¬თობ¬ლიობა:

1.         იურიდიული პირების ფინანსები;

2.         ფიზიკური პირების ფინანსები;

3.         სახელმწიფო ფინანსები;

4.         ადგილობრივი ფინანსები.

ქართულ ეკონომიკურ ლიტერატურაში ასევე მოცემულია საქართველოს საფინანსო სისტემის ახლებური კლა¬სიფიკაცია[2]:

ა)         ფინანსური ინსტიტუტების ერთობლიობა, რომელ¬თაგან თითოეული შესაბამისი ფულადი ფონდების შექმნასა და გამოყენებას ემსახურება;

ბ)         სახელმწიფო ორგანოებისა და დაწესებულებების ერთობლიობა, რომლებიც ფინანსურ საქმიანობას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ.

ქვეყნის საფინანსო სისტემის შემდგომმა განვითარებამ, ეკონომიკაში შედარებითმა სტაბილიზაციამ, მსოფლიო მეურ¬ნეობაში საქართველოს ინტეგრაციამ, მოქმედ საფი-ნანსო კანონმდებლობაში შეტანილმა შესწორებებმა უზრუნ¬ველყო საქართველოს საფინანსო სისტემის ტრანსფორ¬მაცია, მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან. აღნიშ¬ნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ მიზანშეწონილია ქვეყნის საფინანსო სისტემის სტრუქტურა წარმოვადგინოთ შემდეგი სახით: ცენტრალიზებული, დეცენტრალიზებული და საერ-თაშორისო ფინანსები (ნახ. 1).

საქართველოსსაფინანსოსისტემისსტრუქტურა

ნაწილი 1. ცენტრალიზებულიფინანსები

1.1. სახელმწიფო ფინანსები

1.2. მუნიციპალური ფინანსები

                   საჯარო ფინანსები

–       სახელმწიფო ბიუჯეტი

–       სახელმწიფო არასაბიუჯეტო ფონდები

–       სახელმწიფოკრედიტებიდასესხები

–       ადგილობრივი ბიუჯეტები,   მუნიციპალური წარმო-ნაქმნების ბიუჯეტები

–       მუნიციპალური ფონდები

–       მუნიციპალური სესხები

ნაწილი 2. დეცენტრალიზებული ფინანსები

2.2. არაკომერციულიორგანიზაციებისფინანსები:

– სამომხმარებლო კოოპერატივები

– საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციები (გაერთიანებები)

– ფონდები

– დაწესებულებები

–       იურიდიული პირების გაერთიანებები (ასოციაციები და კავშირები)

2.4. saojaxo meurneobebis finansebi

2.1. კომერციულიორგანიზაციების (საწარმოების) ფინანსები:

– ამხანაგობები

– საზოგადოებები (შეზღუდუ-ლი და დამატებითი პასუხისმგებლობით, სააქციო, შვილობილი და დამოკიდებული)

– საწარმოო კოოპერატივები

– სახელმწიფო და მუნიციპალური უნიტარული საწარმოები

2.3. finansuri Suamavlebis finansebi

ნაწილი 3. საერთაშორისო ფინანსები

3.2. ორგანიზაციების სახელით წარმოქმნილი ფინანსები

3.4. რეგიონალური და ადგილობრივი მართვის ორგანოების სახელით წარმოქმნილი ფინანსები

3.1. სახელმწიფოს სახელით წარმოქმნილი ფინანსები

3.3. ფიზიკური პირების სახელით წარმოქმნილი ფინანსები

ნახ. 1. შენიშვნა:

– ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ფინანსები მიეკუთვნებიან შიდა ფინანსებს. მუნიციპალური ფინანსების მიკუთვნება ცენტრალიზებულისთვის ძალიან პირობითია.

– საერთაშორისო ფინანსები საქართველოს საფინანსო სისტემის შედარებით ახალ ნაწილს წარმოადგენს, რის გამოც სასწავლო ლიტერატურაში არასაკმარისი მოცულობითააა განხილული.

– მოქალაქეთა ფინანსები (პირადი ფინანსები) წარმოადგენს საოჯახო მეურნეობათა ფინანსების შემადგენელ ნაწილს.

წიგნში “ფინანსების საფუძვლები”, მოსიაშვილი ვ., ჭელიძე მ., თბ., 2012 წ., საფინანსო სისტემის თითოეული რგოლი (ნაწილი, სფერო) განხილულია შემდეგი თანმიმდევრბით, კერძოდ ცენტრალიზებული ფინანსები – თემა I, II, III, IV, V, VI. დეცენტრალიზებული ფინანსები –  თემა VII, VIII, IX, X, XI. საერთაშორისო ფინანსები – თემა XII-XII.

ფინანსური შუამავლების როლი ქვეყნის საფინანსო სისტემაში. განვითარებული ქვეყნების დეცენტრალიზებული ეროვნული ფინანსების ქვესისტემაში განსაკუთრებულ როლს შუამავლების ფინანსები ასრულებს. ფინანსური შუამავლების ქვეშ იგულისხმება ფირმები, რომლებიც სპეციალიზდებიან დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების მქონე პირების ურთიერთქმედების ორგანიზებაზე იმ პირებთან, რომლებსაც ეს სახსრები სჭირდებათ. საფინანსო სისტემის ამ რგოლში შესაძლოა თავი მოიყაროს უზარმაზარმა ფინანსურმა რესურსებმა, რომლებიც, რო-გორც წესი, გამოიყენება საინვესტიციო მიზნით.

მიუხედავად ფინანსური შუამავლების სახეების მრავალფეროვნებისა, ყველა ისინი ასრულებენ ერთ საერთო ფუნქციას: იძენენ და ყიდიან სხვადასხვა ფინანსურ პროდუქტებს, რითაც უზრუნველყოფენ ფინანსური რესურსების ეფექტურ გადაადგილებას მათ საბოლოო მომხ¬მარებლებამდე. ჩამოვთვალოთ ფინანსური შუამავლების ძირითადი სახეები აშშ-ის საფინანსო სისტემის მაგალითზე (ცხრილი 2).

როგორც ცხრილიდან ჩანს, შუამავლების მიერ გამოყენებული ფინანსური პროდუქტების ჩამონათვალი საკმაოდ ფართოა. საკრედიტო დაწესებულებებისათვის ეს ძირითადად დეპოზიტებია, სადაზღვევო კომპანიებისთვის – პოლისები, საპენსიო ფონდებისთვის – საპენსიო დანაზოგები. სხვა შუამავლები ძირითადად იყენებენ ფასიან ქაღალდებს, სახელმწიფო და კომერციული ობლიგაციების ჩათვლით. უფრო ვრცლად საფინანსო შუამავლების შესახებ ზემოაღნიშნული სახელმ,ძღვანელოს – თემა X.

                                            ცხრილი 2.

ფინანსურიშუამავლებიდაფინანსურიპროდუქტები

(აშშ-ის საფინანსო სისტემის მაგალითზე)

ფინანსურიშუამავლები (სახეები)

აქტივები            (შესაძენი ფინანსური რესურსები)

ვალდებულებები(გასაყიდი ფინანსური რესურსები)

1

2

3

კომერციული ბანკები სესხები ფირ-მებს. სამომ-ხმარებლო სეს-ხები. საჩეკო დეპოზიტი.

შემნახველი ინსტიტუტები გირავნობა შემნახველი დეპოზიტები. ვადიანი დეპოზიტები
საკრედიტო კავშირები სამომხმარებლო სესხები შემნახველი დებოზიტები
კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ სიცოცხლის დაზღვევას კომპანიების ობლიგაციები.

გირავნობა

სიცოცხლის დაზღვევის პოლისები
კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ უბედური შემთხვევებისაგან დაზღვევას მუნიციპალური ობლიგაციები.

კომპანიების აქციები.

სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები

უბედური შემთხვევებისგან დაზღვევის პოლისები

კერძო საპენსიო ფონდები კომპანიების აქ-ციები. კომპანიების ობლიგაციები დანაზოგები საპენსიო ფონდში

სახელმწიფო საპენსიო ფონდები კომპანიების ობლიგაციები. კომპანიების აქციები. სა-ხელმწიფო ფასიანი ქაღალდები დანაზოგები საპენსიო ფონდში

paebi

ცხრილი 2-ის გაგრძელება

საპაიო ფონდები კომპანიების აქცი-ები. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. მუნიციპალური ობლიგაციები. კომპანიების ობლიგაციები    პაები  
ფინანსური კომპანიები

სამომხმარებლო სესხები.

სესხები ფირმებს

კომერციული ქაღალდები.

ობლიგაციები

ფედერალური სააგენტოები

სახელმწიფო სესხები

ფედერალური სა-აგენტოების ფასი-ანი ქაღალდები

[1] კაკულია რ., „ფინანსების თეორია“, თბ., 2004. . ყირიმლიშვილი ნ., „ფინანსები“ თბ., 2005. . ვანიშვილი მ., „ფინანსები“, თბ., 2008.

[2]ინგოროყვა ა., ცაავა გ., „ფინანსური მენეჯმენტი“, ტ. I.თბ., 2011. გვ.: 71

Categories: ეკონომიკური სტატიები | დატოვე კომენტარი

Post navigation

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

Create a free website or blog at WordPress.com.

%d bloggers like this: